კონტაქტი

ძიება

დემოკრატია, როგორც მოძრაობა

  • გაზიარება:
post-title

დემოკრატია ეტიმოლოგიურად ხალხის მმართველობას კი ნიშნავს, მაგრამ ეს იმდენად პირდაპირ გვესმის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობად აღვიქვამთ, რაც, მარტივად რომ ვთქვათ, არასწორია.

ხალხის მმართველობა აზროვნების პროცესია - ინდივიდუალური აზროვნების, საკუთარი თავის გაგებისა და განხორციელების პროცესი. გააზრების უწყვეტი პროცესია, როდესაც პიროვნება აცნობიერებს საზოგადოებრივ აქტივობაში საკუთარი მონაწილეობის აუცილებლობასა ამ პროცესში იბადება სამოქალაქო აქტი, როგორც მოქალაქის ქმედითობის გამოვლინება.

დემოკრატია, გამოხატვის განსხვავებული ფორმ, არის სინდისის ხმის გამოთავისუფლება. სინდისი, როგორც ჩვენში არსებული ღმერთი, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მივყვეთ მის ხმას და დავიცვათ იგი, ნებისმიერი გარეშე დაბრკოლებების მიუხედავად. სწორედ ეს ხმა გვკარნახობს, ვიყოთ გაბედულები, გვაძლევს ძალას, დავუპირისპირდეთ ბოროტებას. ამ შემთხვევაში მთავარი პრობლემა ადამიანია, რომელსაც გარკეუი მიზეზებით ავიწყდება სინდისის ხმის მოსმენა ან უბრალოდ მისთვის თვალის გასწორება უჭირს, ამიტომაც კონკრეტული ადამიანის გულწრფელი პროტესტის გაგება ხშირად რთულია, რადგან არ გვესმის მისი ხმა, არ გვესმის მისი სიმართლე, საქმე ისაა, რომ უსამართლობას გავუღეთ კარი ან სიმართლეს დავუხურეთ (ისე გაიგეთ, როგორც გენებოთ).

საზოგადოება გონებისა და სინდისის კარნახით უნდა მოქმედებდეს, რათა დემოკრატიამ საკუთარი თავი განახორციელოს. თავისუფლება კი სწორედ ამ ორი ცნების შედეგად მიიღება, ამიტომაც თავისუფლება დემოკრატიის ინსტრუმენტია.

ათეული წლებია, რაც საქართველომ დემოკრატიისკენ აიღო გეზი და ამით შეუერთდა მოდერნულ სახელმწიფოებს, რომლებშიც ადამიანი დგას სამყაროს ცენტრში. დემოკრატიის პირველი ნაბიჯები იდგმებოდა „ჩაბნელებულ“ საქართველოში, სადაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ილახებოდა ადამიანის უფლებები. ამ გზაზე ბევრი ფინანსური თუ ინტელექტუალური რესურსი დაიხარჯა, რაც სხვადასხვა აქტივობში გამოიხატებოდა; საბოლოოდ ზემოაღნიშნულმა გამოიღო შედეგი და დღეს რომ ისევ დემოკრატიული საზოგადოება გვქვია, ამის დამსახურებაა, თუმცა შემდეგ რაღაც გაჩერდა.

დემოკრატიის განვითარება შეჩერდა და შეჩერება თავისთავად რეგრესად აღიქმება, რადგან საქმე გვაქვს არსობრივად ისეთ მექანიზმთან, რომელიც მუდმივად უნდა მოძრაობდეს. ორგანიზაციებმა და კონკრეტულმა ინდივიდებმა, რომლებიც დემოკრატიის განვითარებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები  დაივიწყეს მისი ბუნება და იგი ნორმატიულ ფორმაში მოაქციეს თავისი წესებითა და მიდგომებით.

 საქართველოში 20 წლის წინ დაწყებული კამპანიაღეს შესაძლოა მოძველებული იყოს, რაც ნაკლებად ესმის არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტეს ნაწილს. სტატიკური, გაყინული ქაღალდის გროვით, შეუძლებელია განვითარდეს დემოკრატია, რამდენი ფულიც უნდა ჩაიდოს მასში. აღსანიშნავია, რომ ხშირად ამ პროექტების მიღმა დგანან ადამიანები, რომლებიც ხელს ითბობენ დასავლეთის კეთილგანწყობით, რაც არანაკლებ მავნე ნაბიჯია და არაფრით ჩამოუვარდება პრორუსული ორგანიზაციების  მოღალატეობრივ საქმიანობას.

თუ მოვინდომებთ თვალების გახელას, ვნახავთ, რომ ვიმყოფებით ჭაობში, რომელშიც ყველა ინსტიტუტი მოჩვენებით მოქმედებს ან იმართება, რაც წმინდად რუსული მექანიზმია. აქედან გამოსავალი კი რეალობის დანახვა, საგნებისთვის შეფუთვის მოშორება და მათი შიშველი არსის გაცნობიერებაა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მის გაძლიერებაზე ფიქრი, ჯერ ის ნაგავი უნდა მოვაშოროთ  რომელიც წლების განმავლობაში მივაწებეთ.

ვიმეორებ,

 დემოკრატია არის ცოცხალი პროცესი, რომელშიც მონაწილეობცოცხალი ადამიანები. დემოკრატია არის მოძრავი პროცესი, რადგან მასში გონებაა ჩართული.

დემოკრატია არის თავისუფლების პროცესი, რადგან მასში მოქალაქის სინდისი და აზროვნება თანაბრად მონაწილეობს.

აქედან გამომდინარე, თუ ჩვენს ინტერესში მისი გაძლიერებაა  არ უნდა ჩავკეტოთ ბეტონის კედლებსა და ნორმატიულ რეალობაში, მას უნდა მივცეთ სრული თავისუფლება. შეუძლებელია დემოკრატია უძრაობაში განხორციელდეს.

 

 

ლაშა ჯანჯღავა

ლაშა ჯანჯღავა